ტეხასში 17-მა აფროამერიკელმა ქალმა...
ტეხასში 17-მა აფროამერიკელმა ქალმა...

ტეხასის შტატში, ჰარისის ოლქში ახალმა მოსამართლეებმა, რომელთა შორის 17 აფროამერიკელი ქალია, ფიცი დადეს და უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქალთა ჯგუფმა, რომელიც ლოკალურად ჩატარებული კამპანიის Black Girl Magic Texas-ის (‘შავი ქალი – მაგიური ტეხასი’) მონაწილეები იყვნენ, ტეხასის სასამართლო ისტორიაში პირველად შეძლო ის, რომ ნოემბერში მოიგეს შუალედური არჩევნები, შედეგად კი სასამართლო სისტემაში ერთდროულად 17 აფროამერიკელი ქალი მოსამართლე მოხვდა.
‘დღეს ჩვენ შევაბიჯეთ წარმომადგენლობითი ხელისუფლებისა და პროგრესული მმართველობის ახალ ერაში’, – წერს ქალთა ჯგუფი ოფიციალურ ვებგვერდზე და თან ფოტოსაც ურთავს პოსტს.
