სკანდალური ვიდეო – ერთ დროს თანამოაზრეები...

ელისო კილაძე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი კი იმ ვიდეოთი დაიწყო, რომელიც 2019 წლის 4 იანვარს გავრცელდა და ის რუსთაველის გამზირზე მდებარე კარავშია ჩაწერილი, სადაც მოშიმშილე მამებთან ერთად მყოფი ირმა სიმონიშვილი იგივე მათე ბიჭი მიხეილ სააკაშვილთან სკაიპ ჩართვისას ყოფილ პრეზიდენტს ერთგვარ ანგარიშს აბარებს და აცნობებს, რომ მის დავალებებს ხუთიანზე ასრულებს და აქ არის ბოლომდე.
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ მისთვის მიუღებელია ამ პროცესებში მონაწილეობა და მითუმეტეს ვინმეს დავალებების შესრულება.
კილაძე ასევე ამბობს, რომ შვილმკვდარი მამების საორგანიზაციო საკითხებს ის ხელმძღვანელობდა და ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის ჩართვამ ბევრი კითხვა გააჩინა.
აქამდე მეგონა შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი! არ მაქვს არანაირი ინფორმაცია,რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან, კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს და ყველა იმ პირის ქმედებას ,ვინც თვლის რომ სააკაშვილი მისი სარდალია! ამ ჩართვისას თბილისში არ ვიმყოფებოდი,ადგილზე არ იყო ზაზა სარალიძე! 8 იანვარს ვბრუნდები თბილისში,მოვითხოვ საორგანიზაციო ჯგუფის შეკრებას და განმარტებებს ,რა ბრძანებებზეა საუბარი(თუ ასეთი არსებობს ბუნებაში ) ვიხსნი პასუხისმგებლობას ვიწროპარტიულ ქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე” – დაწერა ელისო კილაძემ, რასაც მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
წყარო: marshalpress.ge
