Header Ads

პეკინზე აფეთქებულ ბინაში ახალგაზრდა...

პეკინზე აფეთქებულ ბინაში ახალგაზრდა...

 პეკინის ქუჩაზე მდებარე ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო. როგორც თვითმხილველებმა “2020NEWS“-ს ექსკლუზიურად უამბეს, ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერებას ხარშავდა. შემთხვევის დროს ქვაბი, რომელშიც აცეტონი იყო ჩასხმული, აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი ბინის ფანჯრები ჩაიმსხვრა. ბინა ორმა ახალგაზრდამ დღეს დაიქირავა.


ბინის მეპატრონემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო და რამ გამოიწვია აფეთქება, მისთვის უცნობია.


შემთხვევის ადგილზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შსს აწარმოებს.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.