Header Ads

ბათუმში მეოთხე კურსის სტუდენტი...

ბათუმში მეოთხე კურსის სტუდენტი...

 ბათუმში, 23 წლის სტუდენტი ქეთევან ბერიძე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ გამოძახებულ ბრიგადას ახალგაზრდა გოგონა უკვე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


მომხდარის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოქვეყნდა სადაც აღნიშნულია: “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის ქეთევან ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს”.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.