Header Ads

ბესელია: ფარული ჩანაწერების საქმეზე შსს-ს...

ბესელია: ფარული ჩანაწერების საქმეზე შსს-ს...

ეკა ბესელია



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ტელეკომპანია ‘პირველი ეთერში’ილაპარაკა.


როგორც ბესელიამ თქვა, მიხეილ სააკაშვილის დრო ყველას თვალთვალი და ჩაწერა ხდებოდა, ამიტომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი არსებობდა. თავის დროზე მან შესაბამისს უწყებებს მიმართა კიდეც.


ბესელია ამბობს, რომ ის ელოდა ამ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას. როგორც ის ამბობს, უკანონო ჩანაწერების საქმეზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია კი მას შსს-ში დაუდასტურეს. ბესელია იმედოვნებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დამნაშავეები დაისჯებიან.


დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი ქმედებები მას პოზიციას არ შეაცვლევინებს.


ასევე ფრაქცია „ქართულმა ოცნებმა“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.


დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ამის შესახებ პირველმა თქვა და შსს-ში უკვე გამოიკითხა, მიიჩნევს, რომ ეს სასამართლოს სიტემიდან ვრცელდება. 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.