Header Ads

(ვიდეო)-"ყველაფერი ჩართული იყო" – რას...

(ვიდეო)-"ყველაფერი ჩართული იყო" – რას...

ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო.როგორც “პალიტრავიდეოს” ბინის მფლობელმა განუცხადა, ბინა ორ ახალგაზრდა მამაკაცზე დღეს საღამოს გააქირავა. როგორც მაკლერმა მედიასთან აღნიშნა, ბინაში ყველა კომუნიკაცია წესრიგში იყო.  ამასთან, პეკინის გამზირზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.„კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ პეკინის 30 ნომერში არ მომხდარა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთიერების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პეკინის გამზირზე ხანძარი გაზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ინციდენტი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში მოხდა.ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ასევე იხილეთ: “40 წუთის შეშვებულები მყავდნენ” – პირველი კომენტარი ბინის მეპატრონესთან, სადაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქება მოხდაკადრები უმონტაჟოდ პეკინის ქუჩიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებას ხანძარი მოჰყვაპირველი კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.