ინტერნეტში სავარაუდოდ Xiaomi-ს დასაკეცი...

ინსაიდერი ევან ბლასი მიკრობლოგ Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეოში გამოთქვამს ვარაუდს, რომ Xiaoami დასაკეც, დრეკად სმარტფონზე მუშაობს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
ვიდეოში ჩანს, რომ პლანშეტის ზომის მოწყობილობა სმარტფონად იქცევა, რის შემდეგად მხოლოდ ცენტრალური ნაწილი რჩება მობილური ტელეფონის ფუნქციონალით.
ინსაიდერი განმარტავს, რომ ვერ ადასტურებს ვიდეოს უტყუარობას, თუმცა ჭორები იმის შესახებ, რომ Xiaomi დასაკეც (OLED) სმარტფონზე მუშაობს 2016 წლიდან მუსირებს.
სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია პრესკონფერენციას 10 იანვარს გამართავს. სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს დადასტურდება ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობა.
Samsung-მა დასაკეცი სმარტფონი ნოემბერში წარადგინა.
Can’t speak to the authenticity of this video or device, but it’s allegedly made by Xiaomi, I’m told. Hot new phone, or gadget porn deepfake? pic.twitter.com/qwFogWiE2F
— Evan Blass (@evleaks) January 3, 2019
