წარმოგიდგენთ ინტერნეტში გავრცელებულ ყველაზე ცნობილ სიყალბეებს. შამათი მათ, ვისაც სჯერათ ყველაფრის რაც სოციალური ქსელის სიახლეების ველში აუციმციმდებათ. ვაუ ეფექტი, ელვა ვულკანის თავზეთითქოსდა, ყველა არხში შეგვიძლია ეჭვის შეტანა, მაგრამ არა ბი-ბი-სი-ში. თუმცა არა! ათასობით, უფრო სწორად, მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო აკვირდებოდა ვულკან კალბუკოს ამოფრქვევის დოკუმენტურ კადრებს . მოგვიანებით აღიარეს, რომ ელვა დამატებული იყო ეფექტისთვის. ეს სულელური ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიან სკანალად გადაიქცა არხისთვის.
Facebook
ВКонтакте
Одноклассники
სასწაულები არ ხდება!მთელი კათოლიკური მსოფლიო პიდრაღებული უცქერდა ტელევიზორს, გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ რომის პაპმა შეასრულა ტრიუკი ერთ-ერთ ტაძარში. სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა: პაპი ფრანციკსო უბრალოდ მივიდა მაგიდასთან ყვავილები დაალაგა და წამოვიდა. თუმცა ამერიკელი პროფესიონალი კომიკოსების ვერსია უფრო სახალისო ჩანს.

თვალწარმტაცი ტაძრის ნანგრევები საბერძნეთიდანსაკმაოდ უხარისხო სიცრუეა, როგორც ჩანს, დაუდევრად და სწრაფად არის გაკეთებული. ამ, ვითომ, ძველ შენობას სახელიც კი შეურჩიეს - ტაძარი ლისისტრატი. შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ეს კოლაჟია რომის პანთეონისა და პორტუგალიური მღვიმის, ალგარ სეკო. აღსანიშნავია, რომ ბევრმა აქტიურმა წევრმა სოციალური ქსელებისა დაიჯერა და ბილეთიც კი აიღო საბერძნეთის მიმართულებით, რათა თავისი თვალით ეხილათ ეს დიდებული შენობა. სამწუხაროდ არ იყო მათი ბედი!


ნაკლები სიმაღლის„შესაძლოა სიმაღლეში დაბალი ვარ, მაგრამ დიდი გული მაქვს...“-ალბათ, საყვარელი მოტივაციაა საფრანგეთის ლიდერისთვის. სანდრინე გრუდა - ფრანგი პროფესიონალი კალათბურთელი. ამ გოგონას სიმაღლე 193 სმ-ა, საფრანგეთის პრეზიდენტი - 171 სმ. ორიგინალში ეს სურათი ნაკლებად კონტრასტულია, თუმცა მაინც საკმაოდ სახალისოა.


ჩვენი დროის პინაპითანამედრვე მარკეტოლოგებმა თავისი საქმე კარგად იციან. მაგალითად, აი ეს პიკანტური შავ-თეთრი სურათი რეკლამიდან, ცდილობდნენ გაესაღებინათ, როგორც სურათი 1950-60- იანებიდან წარწერით: „ ასე შეიცვალა სილამაზის სტანდარტები მას შემდეგ“. სინამდვილეში ფოტო გადაღებული იყო 2000-წლებში. მასზე გამოსახულია არია ჯოვანი, ამერიკელი ეროტიკული მოდელი და პორნოვარსვლავი. შენ შესაძლოა უკვე გაგიჩნდა დროის მანქანით წარსულში დაბრუნების სურვილი...


ორიგინალური ტატუეს კოლორიტული ძია, რომელიც ბურგერს შთანთქავს სანაპიროზე, თავის დროს ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა. დაგვეთანხმეთ, ეს ფასთ ფუდის ტატუები საკმაოდ თემატურია. ფოტოშოპის ოსტატებმა კარგად იმუშავეს.


თქვენ შეუკვეთეთ მთვარე?ჩვენი დროის ცნობილი ინტერნეტ სურათი „სუპერმთვარე ნევადაზე“ ასევე ყალბი აღმოჩნდა. შედარებისთვის წარმოგიდგენთ რეალურ სუპერმთვარეს, მიუნჰენი, 2015 წელი.


საბჭოთა სანაპირო


ინტერნეტში მოგზაურობდა სურათი, რომელზეც თავს იწონებდა ფუტურისტული შენობა და სნაპირო წარწერით: “ეს არ არის პოსტერი მომავლიდან - ეს თანამედროვე სანაპიროა“. სინამდვილეში ის ბრაზილიური სანაპიროა- კოპაკაბანა, ხოლო შენობა მინსკის ნაციონალური ბიბლიოთეკაა. არადა, რამდენმა დაიჯერა... einteres.ge