ლანჩხუთელი დეპუტატი განმარტავს, როგორ...

ლანჩხუთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კახა ასკურავა აცხადებს, რომ მან 17 გარდაცვლილის პირადობის მოწმობები 3 დეკემბერს იპოვა, თუმცა ადგილზე პოლიცია იმიტომ არ გამოიძახა, რომ თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ეჩქარებოდა. მისი თქმით, დაისვა კითხვა, რატომ არ შეატყობინა მან მყისიერად პირადობების შესახებ სამართალდამცველებს. ასკურავა ამბობს, რომ პირადობების სკანდალზე პროკურატურის მთავარი მოწმე ნუგზარ ცინცაძეა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და გასულ წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არაერთხელ დაუპირისპირდა. ერთ-ერთი დაპირისპირებისას კი ცინცაძემ ოპოზიციური პარტიის ოფისის შესასვლელი კარი შეადუღა.
პირადობების სკანდალზე გრიგოლ ვაშაძის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განცხადება ლევან ხაბეიშვილმაც გააკეთა. ის ამბობს, რომ პირადობების სკანდალზე „ქართული ოცნება“ მითურ რეალობას ქმნის. ხაბეიშვილის განმარტებით, ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან ინფორმაციას და მიმართავენ ხელისუფლებას, ობიექტურად გამოიძიონ საქმე.
„გამოძიების მოწმეა ნუგზარ ცინცაძე, რომელმაც რამდენიმეჯერ მიიტანა იერიში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე. ნუგზარ ცინცაძე 2013-2016 წლებში ერთ-ერთ აიპ-ში მუშაობდა. მოქმედმა მერმა მისი საქმიანობის შესწავლის თხოვნით პროკურატურას მიმართა და სწორედ ამ ადამიანს ეყრდნობა გამოძიება’,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გამო, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობიდან კახა ასკურავა გამოკითხვაზე მთავარ პროკურატურაში 2 დეკემბერს დაიბარეს.
ასკურავა ამბობდა, რომ მან ლანჩხუთში გარდაცვლილი ადამიანების პირადობის მოწმობები იპოვა გადაყრილი იპოვა.
ეს პირადობის მოწმობები გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე ტრიბუნიდან აჩვენა შეკრებილებს და ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლებამ გარდაცვლილების პირადობის მოწმობები ლანჩხუთში არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენა.
სერვისების განვითარების სააგენტომ 2 დეკემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა და იმ 17-ვე პირადობის მოწმობის მფლობელის შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლებიც ნაციონალებმა წარადგინეს.
ლანჩხუთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კახა ასკურავა აცხადებს, რომ მან 17 გარდაცვლილის პირადობის მოწმობები 3 დეკემბერს იპოვა, თუმცა ადგილზე პოლიცია იმიტომ არ გამოიძახა, რომ თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ეჩქარებოდა. მისი თქმით, დაისვა კითხვა, რატომ არ შეატყობინა მან მყისიერად პირადობების შესახებ სამართალდამცველებს. ასკურავა ამბობს, რომ პირადობების სკანდალზე პროკურატურის მთავარი მოწმე ნუგზარ ცინცაძეა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და გასულ წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არაერთხელ დაუპირისპირდა. ერთ-ერთი დაპირისპირებისას კი ცინცაძემ ოპოზიციური პარტიის ოფისის შესასვლელი კარი შეადუღა.
პირადობების სკანდალზე გრიგოლ ვაშაძის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განცხადება ლევან ხაბეიშვილმაც გააკეთა. ის ამბობს, რომ პირადობების სკანდალზე „ქართული ოცნება“ მითურ რეალობას ქმნის. ხაბეიშვილის განმარტებით, ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან ინფორმაციას და მიმართავენ ხელისუფლებას, ობიექტურად გამოიძიონ საქმე.
„გამოძიების მოწმეა ნუგზარ ცინცაძე, რომელმაც რამდენიმეჯერ მიიტანა იერიში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე. ნუგზარ ცინცაძე 2013-2016 წლებში ერთ-ერთ აიპ-ში მუშაობდა. მოქმედმა მერმა მისი საქმიანობის შესწავლის თხოვნით პროკურატურას მიმართა და სწორედ ამ ადამიანს ეყრდნობა გამოძიება”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.