ქორწინების ხაზად ითვლება, პატარა ჰორიზონტალური ხაზები, რომლებიც ნეკა თითის ქვემოთაა განლაგებული. იმისათვის, რომ ისინი დაინახო, ხელი მუშტად მოხარე და ნეკა თითის მხარეს დააკვირდი. ერთი ან რამდენიმე ხაზი, მოგიყვებათ ყველაზე ხანგრძლივ ურთიერთობებზე. თუმცა, მხოლოდ ქორწინების ხაზის მიხედვით შეუღლების განჭვრეტა საკმარისი არაა, ამისათვის სხვა ხაზებსა და ნიშნებზე დაკვირვება არის საჭირო. რაზე მეტყველებს ქორწინების ხაზიბედნიერი ქორწინების ნიშანი - ერთი გრძელი და ღრმა ქორწინების ხაზია. გრძელი და სწორი ქორწინების ხაზი ხანგრძლივ ურთიერთობებზე მეტყველებს. ოპტიმალური განლაგება - ჰორიზონტალურად. თუ ასეთი ხაზი ორივე ხელზე გაქვს, სავარაუდოდ, ქორწინებაში ბედნიერი იქნები.

თუ ხაზი რთულად შესამჩნევია, უსწორმასწორო ან ადგილ-ადგილ წყდება, ეს მეუღლესთან ხშირ ჩხუბზე და ზოგადად ოჯახურ პრობლემებზე მეტყველებს. თუ ქოწრინების ხაზი იკვეთება, ეს უიღბლო ქორწინების მაუწყებელია.

ორი მკაფიოდ გამოკვეთილი ქორწინების ხაზი, ორ ბედნიერ და ხანგრძლივ ქორწინებაზე მეტყველებს. თუ ქორწინების ხაზი ძალიან თხელია და რთულად შესამჩნევი, სავარაუდოდ თქვენს ურთიერთობაში გულწრფელობა და სიყვარულო არ იყო.

იმის მიხედვით, თუ როგორაა განლაგებული ქორწინების ხაზი, მოამავალ შეყვარებულთან/მეუღლესთან შეხვედრის განჭვრეტაა შესაძლებელი. რაც უფრო ახლოსაა თითის დასაწყისთან ხაზი, მით უფრო გვიან იპოვით ცხოვრების მეგზურს.ქირომანტები თვლიან, რომ ხელზე მხოლოდ იმ მოვლენების დანახვაა შესაძლებელი, რომლისკენაც ადამიანი საკუთარი მოქმედებების შედეგად, თვითონ უახლოვდება, ამიტომ, თუ ხელზე შენიშნავთ, რაიმე ხაზს, რომელიც ცუდს მოასწავებს. თქვენ ამის გამოსწორება შეგიძლიათ. მოამზადა ელენე გურიელმაmediamall.ge