"პუტინის ღლიცინში მონაწილეობა, საქართველოს არაფერს მატებს"
ჟურნალიტი თენგიზ გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული გუნდის რუსულ კვნ-ში მონაწილეობის გამო მის მიერ გამოთქმულმა კრიტიკულმა მოსაზრებამ გუნდის ხელმძღვანელი გაანაწყენა:
"გუშინ შუაღამეს დამირეკა ქართული კვნ-ის გუნდის ხელმძღვანელმა, ძალიან ნაწყენმა ჩემი რაღაც ძველი კომენტარით რომელიღაც პოსტზე, რომ მისი გუნდი მოსკოვში 2008 თუ 2009 წლიდან დადის. მითხრა, რომ გუნდი მხოლოდ 2012 წელს შეიქმნა.
და გამომიგზავნა ფოტო, რომელიც, როგორც ამბობს, ადასტურებს მისი წინამორბედი ქართული გუნდის (მანსანკანის ფედერაციის) მონაწილეობის სურვილს 2015 წლის სოჭის თანმდევ (მგონი სასიმღერო) კონკურსში.
მისი თხოვნით, ვაქვეყნებ ამ ფოტოს.
თუმცა ვერ ვხვდები, რას ცვლის ეს იმ დისკუსიაში, რომელიც ბოლო დღეებში ქვეყანაში დაიწყო - პუტინის ღლიცინში მონაწილეობა, მით უფრო, არცთუ დიდად სასაცილო, საქართველოს არაფერს მატებს.
სამაგიეროდ, როგორც მოსკოვიდან დაბრუნებული გუნდის წევრები ამტკიცებენ, შეუძლია შეცვალოს მათი ფინანსური მდგომარეობა და დაეხმაროს დასაქმებაში ღრუსეთში (იხ. სხვა მონაწილეთა პოსტები ფბ-ზე)" - წერს თენგიზ გოგოტიშვილი.
