"არაფერი გამოგივა, უსინდისო ადამიანო! მე ვაკლებ ფულს ზურაბ ყიფშიძეს?" - ქეთი დოლიძე
რეჟისორი ქეთი დოლიძე აპირებს, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს სასამართლოში უჩივლოს, ამასთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში წერს:
"არაფერი გამოგივა, უსინდისო ადამიანო!!!! თუმანიშვილის თეატრი უმწიკვლოდ მუშაობს და საინტერესოა, თუ მარტო ხელფასის ფული გვაქვს, მე ვაკლებ ფულს ზურაბ ყიფშიძეს? ამ ადამიანს მე სასამართლოში ვუჩივლებ! აუცილებლად!
ბატონო პრემიერ-მინისტრო! როდემდე უნდა დაგვცინოს მინისტრმა?????", - წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.
