Header Ads

5 სიმღერა, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებს


ცხოვრება სავსეა როგორც კარგი, ასევე ცუდი სიახლეებით. რთულია გაუმკლავდე ყველაფერს მარტო, მუსიკა კი ყოველთვის ხელმისაწვდომია და ყველას გვეხმარება ძალიან ცუდ სიტუაციებშიც. როდესაც თავს გრძნობ ძალიან ცუდად, სხვა და სხვა სიმღერას სხვა და სხვა ემოციის გამოწვევა შეუძლია. ზოგი სიმღერა გაგახსენებს კარგ დროს ან რაიმე პოზიტიურს და გამოგიყვანს ცუდი მდგომარეობიდან, ზოგი კი, პირიქით უფრო მეტს გატირებს.

ჰოლანდიაში, ნეირომეცნიერმა დოქტორმა ჯეიკობმა რამდენიმე ჩატერებული კვლევის შემდეგ, შექმნა სიმღერების სია, რომლებიც აუცილებლად აგიმაღლებს განწყობას და გაგიუმჯობესებს ხასიათს.

5. ‘Dancing Queen’ Abba

https:http://www.youtube.com/embed/xFrGuyw1V8s?hl=ka&modestbranding=false&rel=0&showinfo=0&autoplay=0&controls=1&enablejsapi=0&iv_load_policy=1&loop=0

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, აბბას ეს სიმღერა არა მარტო ცეკვაზე და გართობაზეა, არამედ ის მართლაც მოქმედებს შენს ხასიათზე. დოქტორ ჯეიკობის შემუშავებული ფორმულით, რომელიც მან ტექსტების მიხედვით შეადგინა, აბბას ეს სიმღერა ფსიქოლოგიურად მოქმედებს შენზე და პოზიტიურად განგაწყობს.

4. ‘Don't Stop Me Now’ Queen.

https:http://www.youtube.com/embed/HgzGwKwLmgM?hl=ka&modestbranding=false&rel=0&showinfo=0&autoplay=0&controls=1&enablejsapi=0&iv_load_policy=1&loop=0

როგორ არ უნდა იგრძნო თავი უკეთესად ამ სიმღერის მოსმენის დროს?! გრძნობ, რომ სიცოცხლით სავსე ხარ და კარგად ატარებ დროს. წამით, თავს გრძნობ სამოთხეში.

3. ‘Uptown Girl’ Billy Joel

https:http://www.youtube.com/embed/hCuMWrfXG4E?hl=ka&modestbranding=false&rel=0&showinfo=0&autoplay=0&controls=1&enablejsapi=0&iv_load_policy=1&loop=0

მის კონცერტზე ალბათ არასდროს ყოფილხარ,თუმცა ამბობენ რომ რთულია, მისი სრულყოფილი შესრულების დროს უბრალოდ იჯდე და უსმენდე მის შემოქმედებას. მან ეს სიმღერა თავის მეუღლეს მიუძღვნა და მთლიანი ტექსტი მათი სიყვარულის ისტორიას გავს.

2. ‘Girl Just Wanna Have Fun’ Cyndi Lauper

https:http://www.youtube.com/embed/PIb6AZdTr-A?hl=ka&modestbranding=false&rel=0&showinfo=0&autoplay=0&controls=1&enablejsapi=0&iv_load_policy=1&loop=0

სიმღერის დაწყებისთანავე მოგინდება წამოხტომა და ცეკვა. სიმღერის ტექსტი კი მართლა ბრწყინვალეა. ამ სიმღერას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ პოზიტივის ჰიმნი!

1. ‘I Will Survive’ Gloria Gaynor

https:http://www.youtube.com/embed/Tth-8wA3PdY?hl=ka&modestbranding=false&rel=0&showinfo=0&autoplay=0&controls=1&enablejsapi=0&iv_load_policy=1&loop=0

აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა არ არის წარმატებაზე, არამედ გადარჩენაზე. სიმღერის ტექსტის მიხედვით, თავიდან იყავი შეშინებული და გაქვავებული, შემდეგ რითმი ჩქარდება და შენც გეცვლება ხასიათი, უბრუნდები გაშეშებული მდგომარეობიდან- აქტიური, ბედნიერ ცხოვრებას.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.