Header Ads

შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში 8 ქართველი დიპლომატი მუშაობს

შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში 8 ქართველი დიპლომატი მუშაობს. მათგან ერთი, შესაძლოა, რუსეთმა ქვეყნიდან გააძევოს. ამაზე მეტყველებს სერგეი ლავროვის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი სარკისებურად უპასუხებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც სკრიპალების მოწავლის გამო რუსი დიპლომატები გააძევეს.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 10 რუსი დიპლომატი მუშაობს. 

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.

პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან უპირებენ გაძევებას. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია.

მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია 2009 წლის 5 მარტს გაიხსნა. ამავდროულად, შვეიცარიის საელჩომ თბილისში გახსნა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია.

საქართველოს ინტერესების სექცია რუსეთში საქართველოს საელჩოს ყოფილ შენობაშია განთავსებული.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.