ამხელა ფილარმონია ქალი თუ ამ ბავშვზე ვიეჭვიანებდი, პირიქით, ერთი ორადუნდა გაზრდილიყო სიმაღლეში"
– გუგაც არ განიცდის ასეთ კომენტარებს?
– გუგას ჩემი არც ერთი გადაცემა ნანახი არ აქვს.
– რატომ?
– არ ვიცი, არც მიკითხავს. ალბათ, ეშინია, რომ არ მოეწონოს. სირაქლემის პოზა უჭირავს.
– არც ის გადაცემა უნახავს, სადაც გუგაზე და მის პარტნიორზე, მზია ორველაშვილზე ჰყვებოდი?
– არა, არც ეს. მერე გავიგე, გაბრაზებულა ის გოგო, პასუხს წერდა სხვადასხვა ინტერნეტპორტალებზე. ვერ მივხვდი, რა იყო საწყენი. შოუში რაღაც ხომ უნდა მოყვე, ვიხალისე და იუმორით მოვყევი ეს ამბავიც. როგორ გგონიათ, რეალურად რომ მეეჭვიანა გუგაზე, ამ ამბავს ტელევიზიით მოვყვებოდი?
– შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავიო…
– ძალიან გამიკვირდა, ამხელა ფილარმონია ქალი თუ ამ ბავშვზე ვიეჭვიანებდი, პირიქით, ერთი ორად უნდა გაზრდილიყო სიმაღლეში. ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, შესაბამისი წარმოდგენა მაქვს. ჩემნაირ ქალს რომ ჩემზე ეეჭვიანა, ვიამაყებდი, შევიფერებდი ტკბილად, რომ გუგასნაირი მამაკაცი შეიძლებოდა დამეინტერესებინა. იუმორში მოვყევი ეს ვითომ ეჭვიანობის სცენა. რა იყო საწყენი, არ ვიცი.