Header Ads

როგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს - მარტივი მეთოდები



გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სხეულზე არსებული პიგმენტური ლაქების მოცილებას.

1. კიტრისგან მომზადებული „ფაფა“

გახეხეთ კიტრი პლასმასის სახეხზე და დაიდეთ პიგმენტურ ლაქაზე 15 წუთით, ეს პროცედურა სამჯერ მიყოლებით გაიმეორეთ.

2. ლიმონის წვენი

გააზავეთ ლიმონის წვენი წყალთან 1:10-თან ოდენობით და მიღებული ხსნარით გაიწმინდეთ პიგმენტური ლაქები ორჯერ დღეში.

3. მაწონი, იოგურტი

მაწონი და იოგურტი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ბამბით მოიწმინდეთ . სასურველია ბამბა დამბალი თუ იქნება ლიმონის წვენში.

4 ბანანიანი წყალი

ერთი მოზრდილი ბანანის კანი წვრილად დაჭერით, დაასხით 250 მლ ადუღებული წყალი და გააციეთ. მიღებული წყალი ჩაასხით ყინულის ფორმაში, შედგით მაცივარში. შემდეგ კუბიკებით გაიწმინდეთ სახე და სხეულის სხვა ნაწილები, სადაც პიგმენტური ლაქები გაქვთ.



www.saintereso.tk ვცდილობთ ყოველდღიურად მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში და გაუზიაროთ მოწოდებული სტატიები თქვენს მეგობრებს.ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება !
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.