Header Ads

ბროკოლი კიბოს უჯრედების ზრდას ებრძვის



დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანმრთელი კვება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დაბინძურებული ჰაერი და გენმოდიფიცირებული პროდუქტები უდიდეს ზიანს აყენებენ ჩვენს სხეულს, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულს - ბროკოლს.

უახლესმა გამოკვლევებით გაირკვა, რომ ბროკოლი წარმოიქმნა ჰიბრიდიზაციის შედეგად, ძვ. წ. აღ. VI-V საუკუნეებში. მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვისპირეთია. ამ პროდუქტს საუკუნეების მანძილზე მხოლოდ იტალიაში მოიხმარდნენ. პირველად ნახსენებია 1587 წელს დაწერილ ფრანგულ ტრაქტატში - Historia Generalis Plantarum. სახელწოდება იტალიური აქვს, თუმცა სიტყვის ფუძე, „bracchium“ ლათინურია და „ტოტს“ ნიშნავს. ჯერ კიდევ ტომას ჯეფერსონს უნდოდა ბროკოლის მოშენება ამერიკაში, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები მომავალმა თაობამ განაგრძო და წარმატებასაც მიაღწია, XX საუკუნის 20-იან წლებში.

აღსანიშნავია, რომ ბროკოლის 100 კალორია შეიცავს მეტ ცილას, ვიდრე ამავე ენერგეკული ღირებულებების მქონე საქონლის ხორცი. გარდა ამისა, იგი მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით. შეიცავს C და K ვიტამინებს. კომბოსტოსებრთა ოჯახიდან A ვიტამინის შემცველობით ყველაზე მდიდარია ბროკოლი. იგი ასევე შეიცავს ფოსფორს, რკინას, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს.

ბროკოლის შემადგენელი ელემენტები ეფექტურად ებრძვიან კიბოს უჯრედების ზრდას.

პროდუქტი შეინახეთ მაცივარში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.

შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი, მოხარშული ან მოწალული ბროკოლი, მოამზადოთ სალათი, წვნიანი, ომლეტი ან მიირთვათ როგორც გარნირი.



www.saintereso.tk ვცდილობთ ყოველდღიურად მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში და გაუზიაროთ მოწოდებული სტატიები თქვენს მეგობრებს.ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება !
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.