ორი სპილოს გადარჩენას, რომლებიც ზღვის დინებამ გაიტაცა, მაშვველებმა 12 საათი მოანდომეს
შრი–ლანკას სამხედრო–საზღვაო ძალების მებრძოლებმა 12 საათი მოანდომეს ზღვის დინების მიერ გატაცებული ორი სპილოს ნაპირზე გამოყვანას. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
ცხოველები ნაპირიდან 1 კილომეტრის მანძილზე შენიშნეს. სავარაუდოდ, სპილოები კოკკილაის ლაგუნის გადალახვას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი დინებამ ღია ზღვაში გაიტაცა.
სპეცოპერაციის დროს მყვინთავებმა სპილოებს თოკები გამოაბეს, შემდეგ ისინი ნაპირამდე მიაცურეს და გაათავისუფლეს. სპილოები კარგად გრძნობენ თავს.
ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 12 ივლისს სამხედროებმა შრილანკაში ერთი სპილო გადაარჩინეს, რომელიც ასევე დინებამ გაიტაცა.
