Header Ads

თეა ადეიშვილმა ქალიშვილი გაათხოვა – “ბედნიერება ჩემს ერთადერთ გოგოს”



ჟურნალისტ თეა ადეიშვილის შვილი ნიტა არდიშვილი რამდენიმე დღის წინ გათხოვდა. 

ქორწილის ფოტოები თეამ სამადლობელ პოსტთან ერთად გამოაჩინა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ლისის ტბაზე გამართულ მისი ქალიშვილის ქორწილის გალამაზებაში მიიღო მონაწილეობა. 

“…უდიდესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს დიზაინერს დათუნა სულიკაშვილს. ეს იყო მსოფლიო კლასის ნამუშევარი… პოდიუმზე თუ ოფიციალურ მიღებებზე, მისი სილუეტების ნახვისას ბევრჯერ მიფიქრია და მიოცნებია, ჩემს შვილს მისი ბედნიერების დღეს დათუნას კაბა ჩაეცვა და ეს ოცნება ავიხდინე… წინ კიდევ ბევრი მიზნების, ოცნებების და სიყვარულის მწვერვალების დაპყრობაა – ბედნიერება ჩემს ერთადერთ გოგოს და მის კარგ რჩეულს”.

ნიტას რჩეული დავით მაცაბერიძეა. წყვილი რამდენიმე წელია ხვდებოდა ერთმანეთს.


 


    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.