Header Ads

მაშველებმა ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი 22 წლის ნიკა ბეგაძის ძებნა შეწყვიტეს

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი 22 წლის ქართველის, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისლანდიური მედია ავრცელებს.



ისლანდიელმა მაშველებმა და სამართალდამცავებმა მოიკვლიეს მდინარე ჰვიტას 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ გაუჩინარებული ახალგაზრდას კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

ისლანდიის სამაშველო ასოციაციის წარმომადგენელი ვიტარ არასონი განმარტავს, რომ მდინარესა და სანაპირო ზოლზე დაკვირვება რეგულარულად გაგრძელდება.

შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერები, ტურისტები და ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ ყურადღებით დააკვირდნენ მდინარის მიმდებარე ტერიტორიას.

უბაედური შემთხვევა გულფოსის ჩანჩქერზე 19 ივლისს მოხდა. სავარაუდოდ, ნიკა ბეგაძე ჩანჩქერზე სათევზაოდ იმყოფებოდა, რადგან ადგილზე მის მანქანასთან ანკესებია ნაპოვნი. ამასთან, ნაპოვნია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთები.

საქართველოში ნიკა ბეგაძის მეზობლები აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი უბედური შემთხვევაა და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ნიკა ბეგაძე რუსთავიდანაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს საელჩო დაკარგულის ოჯახთან კონტაქტზეა.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.