ზღვაში ბავშვების გადარჩენის მცდელობისას ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი დაიხრჩო
საფრანგეთში, სან-ტროპეს სანაპიროზე ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ანა დიუფორმანტელიმ შენიშნა, რომ ზღვაში 2 ბავშვი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ფილოსოფოსი მათ გადასარჩენად წყალში შევიდა და დაიხრჩო.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს.
ცნობილია, რომ მაშველებმა ბავშვების გადარჩენა შეძლეს.
