Header Ads

60-იანი წლების თბილისის ისტორია მამაზე, რომელმაც ქალიშვილი იმის გამომოკლა, რომ მის გარდაცვლილ მეუღლეს გავდა





ამბავი, რომლის შესახებ ახლა გიამბობთ, ძველი თაობის თბილისელებს კარგად ახსოვთ. ტრაგედია 50-60-იანი წლების თბილისში დატრიალდა და მთელი ქალაქი შეძრა. ვერაზე, კალანდაძის 3 ნომერში იშხნელების ცნობილი ოჯახი ცხოვრობდა. და-ძმა იშხნელები ტყუპები იყვნენ, ძმა ომში დაიღუპა. და, ეთერ იშხნელი კი უნივერსიტეტის ცნობილ პროფესორს, ავალიანს გაჰყვა ცოლად. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა თბილისში, თუმცა ერთად ყოფნა ცოტა ხანს გაგრძელდა. ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა პატარა გოგონა გაუჩნდათ. დედა მშობიარობას გადაჰყვა. როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, პროფესორმა მძიმედ გადაიტანა მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია. პატარა გოგონას აღზრდას თვითონ მოჰკიდა ხელი და მეორე ოჯახის შექმნაზე არც უფიქრია.

ამბობენ, რომ ტკივილის გადატანაში ვერც ბავშვი დაეხმარა და რაც უფრო გადიოდა წლები, შვილის მიმართ აგრესია უმძაფრდებოდა. მიაჩნდა, რომ საყვარელი ქალი სწორედ ბავშვის გამო დაკარგა.

ბავშვი დედას დღითიდღე ემსგავსებო და და მამასაც მეტი აგრესია უჩნდებოდა მის მიმართ, - იხსენებს მათი მეზობელი.  განაგრძეთ  კითხვა
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.