Header Ads

რუსეთში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი მოკლეს



ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, 20 წლის რუსი სპორტსმენი იური ვლასკო მოკლეს.
მისი ცხედარი რუსეთის ბაიკალზე, ერთ-ერთ ავტონომიურ რესპუბლიკა ბურიატიაში, ტბის პირას იპოვეს. მოჭიდავეს თავისა და კისრის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ამის შესახებ რუსული Пятый канал ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით წერს.

სპორტსმენს ულან-უდეში საერთაშორისო ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა. მან უცხოელი მოჭიდავეები ბაიკალის დასათვალიერებლად წაიყვანა. სხვა დეტალები უცნობია.

რუსეთის სპორტული ბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი იური ვლასკოს მკვლელობას ტრაგედიას უწოდებს. როგორც მან «Р-Спорт»-თან საუბარში განაცხადა, ის ძალიან პერსპექტიული სპორტსმენი იყო.

იური ვლასკო 2015-2016 წლებში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. 
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.