Header Ads

ბაქოში სუპერმარკეტის ადმინისტრატორმა კლიენტი მაცივარში ჩაკეტა



დაზარალებულმა უკვე მიმართა პოლიციას. მისი განცხადებით, მაცივარში მან რამდენიმე საათი გაატარა, ვიდრე გონება არ დაკარგა. 
ბაქოში სუპერმარკეტ "ფრეშმარტის" დირექტორმა კლიენტი მაცივარში გამოკეტა. ამის შესახებ 37 წლის დაზარალებულმა ფირუზ გახრამანოვმა სააგენტო xezerxeber.az-ს განუცხადა. მისი თქმით, ის მეგობრებთან ერთად სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა, რა დროსაც ობიექტის ადმინისტრატორმა მას ძვირადღირებული საპარსი საშუალების მოპარვაში დასდო ბრალი, რისთვისაც მას 750 აზერბაიჯანული მანათი უნდა გადაეხადა.

ფირუზ გახრამანოვის მეგობარი ფულის მოსატანად სახლში წავიდა, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ "ფრეშმარტის" ადმინისტრატორს დაურეკა და უთხრა, რომ შესაბამისი თანხის მოპოვება მან ვერ შეძლო, რის შემდეგაც ობიექტის ადმინისტრატორმა და დაცვის თანამშრომელმა ძალის გამოყენებით გახრამანოვი მაცივარის კამერაში გამოკეტეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გახრამანოვმა გონება დაკარგა.

როგორც დაზარალებული იხსენებს, გონზე მოსვლის შემდეგ, იგი მაცივრიდან სუპერმარკეტის სარდაფში გადაიყვანეს, სადაც ის შუაღამემდე ჰყავდათ დამწყვდეული.

დაზარალებულმა უკვე მიმართა პოლიციას. 
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.