Header Ads

სალომე ზურაბიშვილმა 13 დღეში 1 916 182 ლარის შემოსავალი მიიღო

სალომე ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით 1 916 182 ლარის შემოსავალი მიიღო, რეკლამაზე კი 1 929 613 ლარი დახარჯა. როგორ დახარჯა საპრეზიდენტო კანდიდატმა იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი მიიღო? ამ კითხვას პასუხი აუდიტის სამსახურმა გასცა. მათი ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატს შეუძლია რეკლამაზე გამოიყენოს წინა პერიოდში მიღებული შემოწირულებიდან დარჩენილი თანხაც. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, ზურაბიშვილმა სატელევიზიო რეკლამისთვის 1 186 207 ლარი, ბეჭდური რეკლამისთვის - 210 572 ლარი, ინტერნეტ რეკლამისთვის 17 307 ლარი, გარე რეკლამისთვის - 307 300 ლარი დახარჯა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯები 208 227 ლარს შეადგენს.

ამ პერიოდის განმავლობაში ზურაბიშვილს შრომის ანაზღაურება არ გაუცია, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებებში 5558 ლარი დახარჯა, ოფისის ხარჯი - 17 414 ლარი ჰქონდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.