Header Ads

თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე ავარიაში სამი მანქანა მოყვა

შემთხვევის ადგილი

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტოავარიაში სამი მანქანა მოყვა.

მანქანებში მსხდომი ადამიანებიდან საავადმყოფოში 2 მგზავრი სხვადასხვა სახის დაჟეჟილობით გადაიყვანეს, დანარჩენები უვნებლად გადარჩნენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.