Header Ads

ციხელაშვილი: ცხინვალის იზოლატორიდან ორი მოქალაქის გათავისუფლებაზე ვმუშაობთ

რუსი ოკუპანტების გატაცება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით ყველა მექანიზმი ამოქმედებულია, რომელიც ასეთ და მსგავს შემთხვევებში მოქმედებს.

მინისტრის თქმით, 10 წელია გრძელდება უკანონო პრაქტიკა - საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება. 

'მოხერხდა სასულიერო პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რაც შეეხება ჩვენს ორ თანამოქალაქეს ისინი რჩებიან ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში. მათთან დაკავშირებით ჩართული გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ოპერირებადი ცხელი ხაზი და ამოცანა გახლავთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მათი გათავისუფლება. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ჩვენი თანამოქმალაქეები დროულად გათავისუფლდნენ', - განაცხადა ციხელაშვილმა.

33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში 20 ოქტომბერს დააკავეს. როგორც 'რადიო თავისუფლება' წერს, დეფაქტო ცხინვალი დაკავებულებს დღეს გაათავისუფლებს. 

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ბერ-მონაზონი კი ოკუპანტებმა 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს. 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით ყველა მექანიზმი ამოქმედებულია, რომელიც ასეთ და მსგავს შემთხვევებში მოქმედებს.

მინისტრის თქმით, 10 წელია გრძელდება უკანონო პრაქტიკა - საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება. 

"მოხერხდა სასულიერო პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რაც შეეხება ჩვენს ორ თანამოქალაქეს ისინი რჩებიან ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში. მათთან დაკავშირებით ჩართული გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ოპერირებადი ცხელი ხაზი და ამოცანა გახლავთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მათი გათავისუფლება. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ჩვენი თანამოქმალაქეები დროულად გათავისუფლდნენ", - განაცხადა ციხელაშვილმა.

33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში 20 ოქტომბერს დააკავეს. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, დეფაქტო ცხინვალი დაკავებულებს დღეს გაათავისუფლებს. 

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ბერ-მონაზონი კი ოკუპანტებმა 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.