აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხოლოდ ორი სქესის დაკანონებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სქესის იურიდიული კონცეფციის საკითხს განიხილავს, რომლის მიხედვითაც მას დაბადებიდანვე დაადგენენ. ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, იურიდიულად სქესის დადგენაზე ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ზუსტი და ერთგვაროვანი განმარტება, რომელიც დაფუძნებულია ბიოლოგიაზე, „რომელიც გასაგები და ობიექტურია“
თუ სქესს ვერ ადგენენ, უნდა ჩატარდეს ტექსტი. „სქესი, რომელიც მითითებულია დაბადების მოწმობაში, მამრობითი ან მდედრობითი, უნდა წარმოადგენდეს საბოლოო დასკვნას ადამიანის სქესზე და მისი შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ წარმოადგენენ სანდო გენეტიკურ მტკიცებულებებს', - წერია სამინისტროს სამუშაო მასალაში.
ამჟამინდელ ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ სიცხადის არარსებობამ ყოფილ ხელისუფლებას იმ ადამიანების უფლების დაცვის უკანონო გაფართოების საშუალება მისცა, რომლებსაც ეს უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ასეთი დადგენილების მიღების შემთხვევაში ოფიციალურ აღიარებას დაკარგავენ ტრანსგენდერები.
წყარო