პოლიტიკოსებმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული სკანდალური ფარული ჩანაწერი შეაფასეს
უკრაინული ვებგვერდის მიერ დღეს გავრცელებული სკანდალური ფარული ჩანაწერი უკვე შეაფასეს პოლიტიკოსებმა. მმართველი პარტიისთვის მისი შინაარსი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მათი განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება ქვეყანას სწორედ ამ სტილით მართავდა. “ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი ეს მხოლოდ და მხოლოდ ფაბრიკაციაა.
რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ისინი ჯერ ამ ჩანაწერების ავთენტიკურობის დადგენას, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვენ.
ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერი დღეს გაავრცელა. „საუბრის დროს თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით ლაპარაკობს მთელ ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს“ - წერია ვებგვერდზე, ნათქვამია ისიც, რომ აუდიო ჩანაწერი რედაქციას სანდო წყარომ მიაწოდა.
ვებგვერდის რედაქცია იმასაც წერს, რომ მათ ჩანაწერის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც აქვთ.
წყარო