საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი 4.5 წელს ციხეში გაატარებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი როდრიგო რატო შემდეგ 4.5 წელიწადს მადრიდის ციხეში გაატარებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როდრიგო რატოს ბრალად ედება უდიდესი ესპანური შემნახველი ბანკის 'Bankia'-ს ფონდების უკანონო გამოყენება, რომელსაც ის 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა. გამოძიების ცნობით, ის სარგებლობდა კორპორატიული საკრედიტო ბარათით, რომელიც წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის იყო განკუთვნილი. რატომ ამ ბარათით პირადი მიზნებისთვის 100 000 ევრო დახარჯა.
ასეთივე სასჯელი (4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა) ბანკის მაღალი თანამდებობის 14 პირს მიესაჯა.
ესპანეთის სასამართლომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ დირექტორს, ესპანეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრ როდრიგო რატოს, ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, 4.5 წლით პატიმრობა ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვალში მიუსაჯა, თუმცა რატომ ეს განაჩენი გაასაჩივრა. თუმცა ახალმა ინსტანციამ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
წყარო