არჩევნებამდე სამი დღით ადრე სამი კვლევის სამი სხვადასხვა პასუხი ქვეყნდება
სამი კვლევა და სამი ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგი, - არჩევნებამდე სამი დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გამოკითხვის შედეგებში ლიდერი სალომე ზურაბიშვილია, თუმცა სხვადასხვა პროცენტებით.
„რუსთავი 2“-ის მიერ დაკვეთილ კვლევაში კი ლიდერი, რა თქმა უნდა, გრიგოლ ვაშაძეა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
წყარო