ლავასოღლის და ძმის დაკავების ფაქტს უარყოფს

ლავასოღლის და ინდირა გორაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი ძმის დაკავების თაობაზე.
„მცდარი ინფორმაცია გაქვთ, მინდია არ არის დაკავებული. შს სამინისტრო ბევრ რაღაცას ადასტურებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ხშირად ვესაუბრები, დღესაც ვესაუბრე. ყველაფერი გაირკვევა. მინდია კანონმორჩილი ბიჭია“, - აცხადებს ე.წ. კანონიერი ქურდის და.
თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ დააკავა. როგორც თურქული მედია წერს, ინტერპოლის მიერ ძებნილი „ლავასოღლის“ აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა.
ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის დასაკავებლად ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა.
ლავასოღლის და ინდირა გორაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი ძმის დაკავების თაობაზე.„მცდარი ინფორმაცია გაქვთ, მინდია არ არის დაკავებული. შს სამინისტრო ბევრ რაღაცას ადასტურებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ხშირად ვესაუბრები, დღესაც ვესაუბრე. ყველაფერი გაირკვევა. მინდია კანონმორჩილი ბიჭია“, - აცხადებს ე.წ. კანონიერი ქურდის და.
თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ დააკავა. როგორც თურქული მედია წერს, ინტერპოლის მიერ ძებნილი „ლავასოღლის“ აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა.
ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის დასაკავებლად ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა.წყარო