Header Ads

ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ნუგზარ წურწუმია

ქართველი ფალავანი, ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ის აზერბაიჯანელ აზიზლის დაუპირისპირდა და შეხვედრა 6:3 დათმო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში მას ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანი შეხვდა. ორთაბრძოლა 40 წამში დასრულდა და წურწუმიამ მეტოქე მარტივად, 8:0 დაამარცხა.

ის დღის პირველ შეხვედრაში ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიხადემს დაუპირისპირდა და 6:1 გაიმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე კი რუს ვასილი ტოპოევს შეხვდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (11:9).

ქართველი ფალავანი, ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ის აზერბაიჯანელ აზიზლის დაუპირისპირდა და შეხვედრა 6:3 დათმო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში მას ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანი შეხვდა. ორთაბრძოლა 40 წამში დასრულდა და წურწუმიამ მეტოქე მარტივად, 8:0 დაამარცხა.

ის დღის პირველ შეხვედრაში ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიხადემს დაუპირისპირდა და 6:1 გაიმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე კი რუს ვასილი ტოპოევს შეხვდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (11:9).წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.