Header Ads

ბარათაშვილის აღმართზე ენერგოეფექტური გარე განათება დამონტაჟდა. ფოტოები

LED განათება

ახლადრეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო. ქუჩა სიმბოლურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანათა. მისი თქმით, ბარათაშვილის აღმართზე ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

'აქ მთლიანად შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგებულია გარე განათების ბოძები, მოწყობილია სპეციალური ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. გარდა ამისა, სწორედ ისე აღვადგინეთ საფეხმავლო ბილიკის განათება, როგორც ისტორიულად იყო, წლების წინ', - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტის ფარგლებში 'თბილსერვის ჯგუფმა' ახალი დიზაინის 27 ცალი გარე განათების ბოძი და ენერგოეფექტური LED სანათები დაამონტაჟა. გარდა ამისა, გარე განათების საკაბელო-საჰაერო ქსელი მიწისქვეშ   განთავსდა. ეს სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.