ავთანდილ კენჭაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მეტოქესთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა ბექა ლომთაძეც.
დღეს წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა ოთხ წონით კატეგორიაში. დავით ხუციშვილი (79 კგ) და დავით მარსაგიშვილი (92 კგ) დამამშვიდებელ წრეში გადავიდნენ და ხვალ ბრინჯაოს მედლებისათვის გააგძელებენ ბრძოლას.
წყარო