Header Ads

მოკლული საუდელი ჟურნალისტის საცოლეს თურქეთში სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

ჯამალ ჰაშაღი

თურქეთის ხელისუფლებამ მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის საცოლეს ჰატიჩი ჯენგიზს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თურქულ Hurriyet-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც თავის მხრივ, სტაბმოლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მომუშავე წყაროს ეყრდნობა.

ჰატიჯი ჯენგიზს 24 საათის განმავლობაში სტამბულის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაიცავენ. 

საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად აღიარა. მომხდართან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული. 

საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საკონსულოს შენობაში შევიდა, მასსა და დიპლომატიური უწყების თანამშრომლებს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს.

საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა. ჯამალ ჰაშაღის საქმეზე მწვავე განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონსა და ბრიუსელში. დიდი შვიდეული სამიტზე კი ევროპელმა ლიდერებმა ერ-რიადს, ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამჭირვალე და დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.