მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავემ ოქროს მედალი მოიპოვა

ბელარუსის დედაქალაქში საერთაშორისო ტურნირი Ice Star 2018 გაიმართა, რომლის ერთეულთა კატეგორიაში ქართველი მოციგურავეები ირაკლი მაისურაძე და ალინა ურუშაძე გამოვიდნენ.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ირაკლი მაისურაძემ 10 ქვეყნის 15 მოციგურავე ვაჟს შორის იასპარეზა და მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა. მაღალი კონკურენციის პირობებში მან 209, 14 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა, რაც სეზონის დასაწყისისათვის წარმატებული შედეგია.
რაც შეეხება ალინა ურუშაძეს, მისი მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამურმა მაჩვენებელმა 139, 12 შეადგინა და ბრინჯაოს მედლისთვის მხოლოდ 1,4 ქულით დააკლდა.
წყარო