Header Ads

თურქმა კაცმა 1 წლის განმავლობაში პოლიციაში 45 210-ჯერ დარეკა

თურქეთი პოლიცია

სტამბულში დააკავეს კაცი, რომელმაც 1 წლის განმავლობაში პოლიციაში 45 210-ჯერ დარეკა. ამის შესახებ Daily Sabah-ი წერს

გამოცემის ცნობით, 2017 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე კაცი პოლიციაში ყოველ დღე რეკავდა და ითხოვდა, რომ დალაპარაკებოდნენ.

დაკითხვაზე 55 წლის შერიჯ ჯანმა თავისი საქციელის მიზეზი დაასახელა. როგორც გაირკვა, ცოლთან განქორწინების შემდეგ მან სმა დაიწყო და სამართალდამცველებს იმიტომ ურეკავდა, რომ დეპრესიაში იყო და თავს მარტო გრძნობდა.

ახლა კაცს პოლიციისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლისთვის 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.