Header Ads

Tesla-ს ავტომობილებს თამაშები და „ძაღლის რეჟიმი“ დაემატება

Tesla

ამერიკული კომპანია Tesla თავის ავტომობილებს ძაღლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ რეჟიმს დაამატებს, რომელიც სალონში ცხოველებს ზაფხულის სიცხისგან დაიცავს.

რეჟიმის ამოქმედებისას კარები და ფანჯრები დახურული იქნება, თუმცა მუშაობას გააგრძელებს აუდიოსისტემა და კლიმატ-კონტროლი, მულტიმედიური კომპლექსის ეკრანზე კი წარწერა „ყველაფერი რიგზეა, ჩემი პატრონი მალე დაბრუნდება“ გამოჩნდება. ამ რეჟიმის წყალობით ძაღლის ავტომობილში დატოვება სიცხეშიც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, Tesla-ს ავტომობილებში Teslatari-ს რეჟიმი გამოჩნდება, რომლის დროსაც Atari-ს კლასიკური თამაშების, მაგალითად Centipede-ს, Missile Command-ს, Lunar Lander-სა და Asteroids-ის თამაში იქნება შესაძლებელი.

თამაშების მართვა საჭეზე მდებარე ღილაკებით იქნება შესაძლებელი.

        View this post on Instagram                  

Teslatari

A post shared by Tesla (@teslamotors) on Oct 18, 2018 at 8:25am PDT

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.