ავღანეთში თავდასხმას ნატოს მისიის ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთში ნატოს მისიის ჯარისკაცი მოკლეს. არიან დაშავებულებიც. თავდასხმა ჰერათის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ The Defence Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა გაუხსნა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.
უცნობია დაღუპული სამხედროს ეროვნება.
წყარო