Header Ads

ჩინეთში გოგომ ბიჭს, რომელმაც მას Lamborghini აჩუქა, ცოლობაზე უარი საჯაროდ უთხრა. ვიდეო

ჩინეთის ხუნანის პროვინციის ქალაქ ჩანშაში ახალგაზრდა ქალმა ცოლობაზე უარი უთხრა ბიჭს, რომელმაც მას წინადადების გაკეთებისას Lamborghini აჩუქა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ბიჭი შეთავაზებისთვის წინასწარ საგულდაგულოდ მოემზადა - სავაჭრო ცენტრთან მთელი წარმოდგენა დადგა, რომელიც საჰაერო ბუშტებით, ვარდებით, ფოიერვერკებით და Lamborghini-თ გააფორმა, რომელიც საყვარელ ქალს საჩუქრად მიართვა.

ამის მიუხედავად, გოგოს თანხმობა მაინც ვერ მიიღო.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე ეს არ მინდა“, - თქვა წარმოდგენის ადრესატმა.

ბიჭი მდგომარეობიდან გამოიყვანა გოგოს ასეთმა რეაქციამ.

„მე ხომ შენი საყვარელი სპორტული მანქანა გიყიდე! ფული მაქვს! რამდენსაც გინდა იმდენს გიყიდი“, - ყვიროდა ბიჭი.

„...მერე რა, ფული რომ გაქვს“, - ამ პასუხით გოგომ მას ხელი ჰკრა და მოიშორა.

იმედგაცრუებულმა შეყვარებულმა ყველაფრის განადგურება დაიწყი, რაც ხელში მოხვდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.