Header Ads

Nike მარია შარაპოვასთან სასპონსორო კონტრაქტს წყვეტს

მარია შარაპოვა

ამერიკული კომპანია Nike 20-წლიანი პარტნიორობის შემდეგ მარია შარაპოვასთან ახალ სასპონსორო კონტრაქტს არ გააფორმებს. ამის შესახებ Sun-ი წერს

გამოცემის ცნობით, მიმდინარე შეთანხმების ვადა 2018 წლის ბოლოს იწურება. კონტრაქტის თანახად, რუსი ჩოგბურთელი ყოველწლიურად კომპანიისგან 11 მილიონ ევროს იღებს. Nike-თან თანამშრომლობამ შარაპოვა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენ ქალად აქცია.

გავრცელებული ინფორმაციით, შარაპოვასთან კონტრაქტს გერმანული კომპანია Adidas-ი გააფორმებს.

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსი სპორტსმენი 2018 წლის სეზონზე კორტზე აღარ გავა. ჩოგბურთელმა ამის მიზეზად ტრავმა დაასახელა და ყველა დაგეგმილ ტურნირზე უარი თქვა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.