Header Ads

ყოფილ შეყვარებულთან სექსი სასარგებლო აღმოჩნდა

ყოფილი შეყვარებული

„გავრცელებული მოსაზრებით, თუ განშორების შემდეგ ყოფილ შეყვარებულთან ერთად საწოლში აღმოჩნდებით, ეს გულს კიდევ უფრო გაგიტეხთ' - ამის შესახებ Telegraph-ი წერს. 

თუმცა ახალი კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ყოფილ შეყვარებულთან სექსი ხელს არ უშლის „ფურცლის გადაშლას' და განშორების გადატანასაც კი ეხმარება. „ეს მათთვისაც კი, ვისაც თავისი ყოფილი ენატრება“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი სტეფანი სპილმანი.

2 კვლევის ფარგლებში 485 ადამიანი გამოიკითხა. „მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყოფილ შეყვარებულთან ინტიმური კავშირის დამყარების მცდელობას მათთვის ხელი არ შეუშლია' - ნათქვამია სტატიაში. 

როგორც მკვლევრები ამბობენ, ისინი, ვისაც ყოფილი შეყვარებულები ენატრებოდათ, ხშირად ცდილობდნენ მათთან სექსი ჰქონოდათ, რათა ემოციური სიახლოვე ეგრძნოთ. „თუმცა ეს ნაბიჯი მათ არ ზღუდავდათ' - ნათქვამია სტატიაში.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.