რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ორი მოზარდი თბილისში მკურნალობს

რუსთავში დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა ბოხუას ინფორმაციით, 9 წლის გოგოს დაზიანება მუცლის არეში ჰქონდა მიღებული. მას ოპერაცია რუსთავში ჩაუტარდა, ახლა კი მკურნალობას თბილისში აგრძელებს.
ზაზა ბოხუას განმარტებით, თბილისში მკურნალობას კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბიჭი აგრძელებს, მას ქუსლის ტრავმული დაზიანება აქვს და ამჟამად იაშვილის კლინიკაშია გამოკვლევებზე.
რუსთავის კლინიკებში 8 პაციენტი რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რუსთავში აფეთქება დღეს მოხდა
რუსთავში დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა ბოხუას ინფორმაციით, 9 წლის გოგოს დაზიანება მუცლის არეში ჰქონდა მიღებული. მას ოპერაცია რუსთავში ჩაუტარდა, ახლა კი მკურნალობას თბილისში აგრძელებს.ზაზა ბოხუას განმარტებით, თბილისში მკურნალობას კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბიჭი აგრძელებს, მას ქუსლის ტრავმული დაზიანება აქვს და ამჟამად იაშვილის კლინიკაშია გამოკვლევებზე.
რუსთავის კლინიკებში 8 პაციენტი რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რუსთავში აფეთქება დღეს მოხდაწყარო