რუსული მადლობის გამო, ქართველმა ავიამეთვალყურემ ფრანგ მფრინავს გერმანულად მიმართა ✈

Facebook-ზე ქართველ ავიამეთვალყურეს, გიორგი სარალიძესა და ფრანგ ფრინავს შორის გამართული საუბრის ტექსტური ჩანაწერი გავრცელდა.
ჩანაწერში Air France 123-ის პილოტი ქართველ ავიამეთვალყურეს ესალმება, საპასუხო მისალმების შემდეგ კი პილოტი მას რუსულად უხდის მადლობას. ამაზე გიორგი სარალიძე გერმანულად პასუხობს 'Bitte', რაც ქართულად დაახლოებით ნიშნავს 'არაფერს გეთაყვა', ინგლისურად კი 'welcome'-ის ('კეთილი იყოს თქვენი მობრძანების') აღმნიშვნელია.
საბოლოოდ, ფრანგი პილოტი ქართველ ავიამეთვალყურეს ეუბნება, რომ ის არა გერმანელი, არამედ ფრანგია. გიორგი სარალიძე კი პასუხობს: 'ვიცით ბატონო, მაგრამ 'სპასიბო' რუსულია, ჩვენ კი ქართველები ვართ'. ფრანგმა მფრინავმა მის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა.
პოსტი Facebook-ზე საქაერონავიგაციამაც გამოაქვეყნა.