Header Ads

გიგა მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობის საკითხი ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდება

გიგა მაქარაშვილს თავზე ურნა ჩამოაცვეს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს პროკურატურამ გორის მერიასთან მომხდარ ინციდენტში დაზარალებულად არ მიიჩნია.

'საქართველოს პროკურატურამ ვერ მიაგნო ნაგვის თავზე დაყრაში შეურაცხყოფის კვალს და უარი თქვა გორელი ჩინოვნიკის მკაცრ ან საერთოდ დასჯაზე', - წერს გიგა მაქარაშვილი Facebook-ზე.

გამოცემა 'ლიბერალის' ცნობით, პროკურატურის განცხადებით, მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობის საკითხი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პასუხების მიღების შემდეგ გადაწყდება. 

'გამოძიების პროცესში, გამოკითხვის დროს გიგა მაქარაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა აღარ დაადასტურეს მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. შემდეგ კი მომართეს პროკურატურას და ითხოვეს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა, ასევე მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლი მოიცავს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

შეესაბამება თუ არა კანონის მიხედვით, გიგა მაქარაშვილის მდგომარეობა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, დადგინდება საქმეზე დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომლის პასუხიც გამოძიებას ჯერ არ მიუღია. შესაბამისად, მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობას სჭირდება საფუძველი, ამ შემთხვევაში სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა მაქარაშვილი ცნობილი დაზარალებულად', - წერია პროკურატურის პასუხში, რომელიც 'ლიბერალმა' მიიღო.

10 ოქტომბერს გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან ფუნა და საკენკი დაყარეს. თუმცა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, გორის მერიის თანამშრომელმა მას ფუნით და საკენკით სავსე ურნა თავზე ჩამოაცვა.

23 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გორში თავზე ურნის ჩამომხობის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა. 

 

 

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.