ზამბიაში 2 ათას ბეჰემოტს ჭარბი რაოდენობის შესამცირებლად მოკლავენ

აფრიკაში, ზამბიაში ბეჰემოთების ჭარბი რაოდენობის გამო, 2 ათასზე მეტ ცხოველს მოკლავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„სამხრეთ ლუანგვას ნაციონალურ პარკში 13 ათასზე მეტი ბეჰემოთია, მაგრამ ეს ადგილი იდეალურია მხოლოდ 5 ათასი ბეჰემოთისთვის. მათი სხვა ადგილას გადაყვანა ძალიან ძვირია. ამ დროისთვის ერთადერთი, რასაც გამოსავლად მივიჩნევთ, ესაა მათი გადარჩევა“ - თქვა ზამბიის ტურიზმის მინისტრმა ჩარლს ბანდამ.
მისივე განმარტებით, ბეჰემოთების ჭარბი რაოდენობა ადგილობრივ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.
ბეჰემოთი ბალახისმჭამელი აფრიკული ძუძუმწოვარია. ზრდასრული ცხოველი 4-5 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 3 600 კილოგრამს იწონის. ყოველდღიურად ბეჰემოთის კუჭში 90-დან 180 კილოგრამამდე მცენარეული საკვები ჩადის.
წყარო