(ვიდეო)მახსოვს ის “ქალაქელი” ბავშვები როგორ “სხვანაირად “ უყურებდნენ რომელიღაც “სოფლიდან” გადმოსულ გოგოს-მარიამ ანჯაფარიძე
ჟურნალისტი მარიამ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მომღერალ ნათია თოდუას შესახებ წერს:
#ვარსკვლავი #Hellomagazine მოკლედ იმდენი რამე მახსენდება ამ საოცარ გოგოზე, საიდან დავიწყო არც ვიცი🙈❤️ ვუყურებ ახლა და მეღიმება. მოდური, პრიალა ჟურნალის გვერდს ამშვენებს და გული სიამაყით მევსება😍 ეს ხომ ჩემი გოგოა, ჩემი ნათია, ჩემი პუპიტო🎶🎶🎵😍❤️ ვიცი რომ ეს ჯერ დასაწყისია და ყველაფერი კიდევ წინ აქვს🌟🌟✨✨ აფხაზეთიდან ახალი გადმოსული იყო თბილისის ერთ-ერთ სკოლაში რომ შეიყვანეს. კარგად მახსოვს ის “ქალაქელი” ბავშვები როგორ “სხვანაირად “ უყურებდნენ რომელიღაც “სოფლიდან” გადმოსულ გოგოს.დღეს კი იმ გოგოს არსებობით, ალბათ თავსაც იწონებენ☺️😁 გასახსენებელი კიდევ ბევრია და ეს იქით იყოს.😁😁მთავარია ახლა და ამ წუთას რა ხდება მის თავს☺️🌟✨ ჩემთვის სამაგალითო გოგოა და ეს ბევრჯერ მითქვამს. ნათიას რომ ვუყურებ სულ მეფიქრება _ არ არსებობს შრომა, რომ არ დაფასდეს‼️❤️