გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი ლარი შესწირა
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს 15 ათასი ლარი შესწირა.
ბოლო ორ კვირაში, 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის პერიოდში, სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით 1 916 026 ლარი მიიღო. ამის შეახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული.