ხვალიდან არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
აკრძალვა ხვალ, დილის 8 საათიდან მოქმედებს. კანონის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობის გამოქვეყნება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო